ყველას ეს აწუხებს!

გამარჯობა!

დღეს ,2015 წლის 23 მარტს, მე, მერაბ წიკლაურმა, თიანეთის რაიონ სოფ. მაგრანეთში ჩავატარე გამოკითხვა… კითხვა კი შემდეგი იყო: 1.რა მიგაჩნიათ ჩვენი რაიონის, (თიანეთის) ბუნებასთან დაკავშირებულ პრობლემად?

ვფიქრობდი, რომ პასუხები ყველას განსხვავებული ექნებოდა, ყველა სხვადასხვა პრობლემას დაასახელებდა, მაგრამ, ჩემი ფიქრები ჩემს ფიქრებად დარჩა. ყველა გამოკითხული, ერთსა და იგივეს მპასუხხობდა, რომ ჩვენი რაიონის (თიანეთის) მთავარი პრობლემა დაბინძურებული გარემოა, ყველა ერთხმად ამბობს, რომ უნდა დაიდგას ნაგვის ურნები, რათა შემცირდეს გარემოს დაბინძურება და ასევე უნდათ, რომ ყურადღება გამახვილდეს ხე- ტყეზე. ისინი ამბობენ, რომ ტყე არ უნდა იჩეხებოდეს უკანონოდ ,რადგან ეს ძალიან მოქმედებს ჩვენს ჰაერზე .ჰაერი კი – ჩვენზე. ჩემი მოსაზრება კი ასეთია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეთში უნდა დაიდგას ნაგვის ურნები და არა მარტო თიანეთში .უნდა ექცეოდეს მეტი ყურადღება ხე-ტყეს,,რაც პირველ რიგში,ქვეყნის სილამაზეს განაპირობებს და შეამცირებს ავადმყოფთა რიცხვს..!