სეტერი – ძაღლი რომელიც შეუცვლელია!!!!!

seteri

სეტერი — მეძებარი ძაღლების ჯიში. იყენებენ გარეულ ფრინველზე სანადიროდ. გამოირჩევა ძლიერი ყნოსვითა და თანდაყოლილი ნაბულით. სეტერის 3 ჯიში არსებობს ინგლისური, ირლანდიური და შოტლანდიური — გამოყვანილია XIX საუკუნის I ნახევარში დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე.

XIX საუკუნის II ნახევარში სეტერი შეიყვანეს რუსეთში,  შემდეგ გავრცელდა საქართველოშიც.

ინგლისური სეტერი საშუალო ტანისაა, წაგრძელებული ფორმა აქვს, ხმელ-ხმელი, მაგარი აღნაგობის ძაღლია. სხვა მეძებრებისაგან განსხვავდება ძებნის ლამაზი, სწრაფი, დაფენილი მოძრაობის მანერით. შემოსილია აბრეშუმივით რბილი და გრძელი ბეწვით. შეფერილობა: თეთრ ფონზე შავი, ნარინჯისფერი ან ყვითელი კოპლები ან ლაქები.

ირლანდიური სეტერი ხმელ-ხმელი მაღალფეხა ელეგანტური გარეგნობის ძაღლია. გამოირჩევა დაუოკებელი ტემპერამენტითა და სწრაფი ძებნის მანერით. შემოსილია წითელი, სწორი, გრძელი ბეწვით.

შოტლანდიური სეტერი ყველაზე მაღალია სეტერებში, აქვს შავი გრძელი და ფაფუკი ბეწვი
ხვადი   27 – 30 კგ,     60 – 68 სმ,
ინგლისური                                                                                                            84792e202793
ძუ   25–.28 კგ,           50 –  58 სმ.

ხვადი     30 – 32 კგ.   27-30 კგ.

ირლანდიური                                                                                                                images
                                                     ძუ    26 – 28 კგ.   65-68 სმ.

ხვადი  66- 70 სმ,          30 – 34 კგ.
შოტლანდიური                                                                                                          89913e1a69a2
ძუ   62 – 65 სმ,             30 – 32 კგ.