მხიარული სტარტები

kai postia )))

შენი არჩევანი

ხუთშაბათს, 19 მარტს, პროგრამა ,,მომავლის თაობის” ფარგლებში მუსხის საჯარო სკოლაში, ჩატარდა მხიარული სტარტები. ღონისძიება მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ახალგაზრდებში, ასევე იმას თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი დრო სწორად და შედეგიანად. თამაშში მონაწილეობას იღებდა სულ 16 ბავშვი, თითო გუნდი დაკომპლექტებული იყტო 8 კაცით. აღსანიშნავია ისიც რომ გენდერული თანასწორობა ბოლომდე იყო დაცული და გუნდის 8 წევრიდან 4 გოგონა იყო. ხულიგნებისა და ბინდის შეხვედრაში გამარჯვებული ბინდი დარჩა თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ თამაშში მეგობრობამ გაიმარჯვა. თამაშს, მსაჯობას უწევდა სპორტის მასწავლებელი მალხაზ ოქრომელიძე. ასევე იყო სამ კაციანი ჟიური მასწავლებლების შემადგენლობით.

SAM_6149

View original post 12 more words

ბუნება ძალიან ლამაზი და მიმზიდველია, მაგრამ ზოგჯერ – მომაკვდინებელი და საძაგელიც კი. წარმოგიდგენთ ყველაზე საშინელ ვარიანტს რომლითაც შეიძლება ადამიანი მოკვდეს.

ბუნება ძალიან ლამაზი და მიმზიდველია, მაგრამ ზოგჯერ – მომაკვდინებელი და საძაგელიც კი. წარმოგიდგენთ ყველაზე საშინელ ვარიანტს რომლითაც შეიძლება ადამიანი მოკვდეს.

 დახრჩობდა დანაწევრება ეს ნიანგის საქმეა !!

 ნიანგიები – გამორჩეულნი არიან იმით, რომ ყოველ წელს მათ უზარმაზარ ყბებში არც ისე ცოტა ადამიანი ხვდება. მათ ხშირად ახასიათებენ იმ იშვიათ ცხოველად, რომელიც ჯერ კიდევ აღიქვამს ადამიანს სასურველ საკბილოდ. დიდი ზომის არსებებთან გასამკლავებლად ნიანგი იყენებს „სასიკვდილო საკეტს”, რასაც ზოგიერთები „ფაუნის ყველაზე ძლიერ მკვლელ მექანიზმს” უწოდებენ. ნიანგი მსხვერპლს იჭერს ყბებით (ჩვეულებრივ, კბილებს ასობს ფეხში ან კისერში), მიათრევს წყალში და იწყებს მის ნჯღრევას. მალე კი უმწეო არსება ნაწევრდება და კვდება. ამის გაკეთება ნიანგს ხმელეთზეც შეუძლია, თუმცა წყალში უკეთესად ახერხებს. მისთვის უკეთესია, თუ მსხვერპლს წყალი დაიჭერს.

 

ყველაზე ცუდი მომენტი ისაა, რომ ნიანგს დიდად არ ანაღვლებს, მისი საკბილო ცოცხალია თუ მკვდარი, როცა მის ჭამას იწყებს. „სასიკვდილო საკეტის” მთავარი ფუნქცია სხეულის პატარა ნაწილებად დანაწევრებაა, რათა ადვილად გადაყლაპოს და მოინელოს. ადამიანები, რომლებიც იღბლიანები აღმოჩნდებიან ხოლმე და ნიანგისგან გაქცევას მოახერხებენ, ხშირად კიდურს კარგავენ. მსხვერპლთა უმეტესობა კი, როგორც წესი, სისხლის ნაკლებობით, ტკივილის შოკით ან დახრჩობით იღუპება, ისე რომ გაქცევის შანსი არც ეძლევა.

ნიანგების სიგრძე 2-5 მ-ია იშვიათად კი 6 მ-ს აღწევს. აქვთ გრძელი, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი, წაგრძელებული დინგი, მოკლე ფეხები, უკანა კიდურების თითებს შორის დაჭიმულია საცურაო აპკი. დედალი ნიანგები, ქვიშაში დებენ 20-100-მდე მკვრივნაჭუჭიან კვერცხს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 80-100 წელს აღწევს. ნიანგების ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა საგალანტერეო ნაკეთობის დასამზადებლად. ამჟამად ნიანგები საგრძნობლად განადგურებულია.(რაც ერთი მხრივ ძალია კარგი მეორე მხრიც კი ძალიან ცუდია) არსებობს თანამედროვე ნიანგების 21 სახეობა, რომელიც გაერთიანებულია 3 ოჯახში: გავიალები, ნამდვილი ნიანგები და ალიგატორები.


  1. გავიალი    download (1)

  2. ალიგატორი   270px-American_Alligator
  3. ნამდვილი ნიანგი download (2)