ის გადაშენების პირასაა!

download
ქურციკი
ჯეირანი — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთას ოჯახისაა. მისი სხეულის სიგრძე 95-115 სმ, მასა 33 კგ აღწევს. გავრცელებულია მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ყაზახეთისა და ჩენტრალური აზიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში. წარსულში საქართველოს ფარგლებში ქურციკი გვხვდებოდა მცირე რაოდენობით შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში, საკმაოდ ბევრი იყო გარდაბნისა  და სამგორის ველებზე,  სადაც უწესრიგო ნადირობის შედეგად გაწყდა. დღეს-დღეობით მას, საქართველოში გადაშენება ემუქრება. 1,5 წლის ასაკში უკვე ზრდასრულია.  მაკეობა 5-5,5 თვეს გრძელდება. აპრილი-მაისში შობს ერთ ან ორ თიკანს.  ძირითადად ბალახეულით იკვებება. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.თუმცა დაცულ ტერიტორიებზე შეპარვით  მასზე ნადირობა ისევ მიმდინარეობს
download (1)