მე საქართველოში გადაშენების პირას მიმიყვანეს!!!!

download
ნიამორი
 –  წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა  ოჯახისა. შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარია. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს(მამალს) ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვს, რომელთა სიგრძე დაახლოებით 130 სმა. ნეზვის(დედალის) რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში, დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სამხრეთ თურქმენეთსა და საქართველოში (თუშეთი,ხევსურეთი).იგი დღეს-დღეობით  საქართველოში გადაშენების პირასაა,მისი გადაშენება XX საუკუნეში დაიწყო. რისგამოც ის წითელ ნუსხაშია შეტანილი.  ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით. შობს 2 ციკანს იშვიათად 1 ციკანს. ცოცხლობს 12-15 წელი.e1839ce18398e18390e1839be1839de183a0e183982