საბუესო

11262442_1658426521057070_6417604881114402132_n
საბუესო ესპანიოლი ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ესპანეთში შუა საუკუნეებში.

საბუესოს მსგავსება მასტიფთან ამ ჯიშის ძველ წარმოშობაზე მიგვითითებს. ის წარმოიშვა იმავე ჯიშებისგან, რომლებისგანაც წარმოიშვა ბლადჰაუნდი და შესაძლოა, გადაშენებული, ტალბოტის მეძებრის შთამომავალია. იბერიის ნახევარკუნძულზე იზოლირების გამო ამ ჯიშმა სისუფთავე შეინარჩუნა. უახლოეს დრომდე არსებობდა ამ ჯიშის ორი ნაირსახეობა, რომლებსაც ზომით არჩევდნენ. დღესდღეობით დარჩა მხოლოდ დიდი ზომის დე მონტი, შედარებით მცირე ლებრერო კი პრაქტიკულად გადაშენებულია. ჩვეულებრივ საბუესო მარტოხელა მონადირეა, რომელიც მხოლოდ საკუთარ პატრონთან ერთად მუშაობს. მას უყვარს რთული სამუშაოს შესრულება და დაუღალავად მიჰყვება კვალს დილიდან დაღამებამდე.

საბუესოს აქვს იმპულსური ხასიათი: ბავშვებს და უცხო ადამიანებს ფრთხილად უნდა გააცნოთ. ასევე შეიძლება ძნელად შეეგუოს სხვა ძაღლებს. საბუესო კარგი მოდარაჯეა. ადვილად იტანს სიცხეს, ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა. მის ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი-ჟღალით ან შავი-თეთრით. აქვს წაბლისფერი თვალები, ძალიან გრძელი ყურები, წინა თათები სწორი და ძლიერია, კისერი ძლიერი და დაკუნთულია.

წონა მამრი 23-25 კგ.
მდედრი 20-23 კგ.
სიმაღლე მამრი 50-56 სმ.
მდედრი 46-50 სმ.
ბეწვი თეთრი,თეთრი-შავით,ნაცრისფერი,მურა-ჟღალი,შავი.

სიცოცხლის ხანგრძლივობა 11-13 წელი

ყველაზე განსხვავებული ძაღლის ჯიში


bull-terrier-akc
ბულტერიერი — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

ბულტერიერი შექმნა ჯეიმს ჰინკსმა ქალაქ ბირმინგემიდან ბულდოგის და დღეს უკვე გადაშენებული თეთრი ინგლისური ტერიერის შეჯვარებით. ჰინკსის ჩანაფიქრით, ახალ ჯიშს წარმატება ელოდა ძაღლების ბრძოლებშიც და გამოფენებზეც, თვითონ ჰინკსი უპირატესობას თეთრ ბულტერიერებს ანიჭებდა, ისინი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე „მოდური“ შინაური კომპანიონები არიან. ჰინკასმა არ იცოდა, რომ თეთრბეწვიანი ძაღლების შერჩევის გამო ბულტერიერებს ახასიათებთ სიყრუისადმი, კანის ქრონიკული დაავადებებისადმი და გულის ავადმყოფობისადმი მიდრეკილება. „ფერად“ ბულტერიერებს ეს დაავადებები გაცილებით იშვიათად აღენიშნებათ, თუმცა თირკმლების მწვავე უკმაისობა შეიძლება ნებისმიერ ბულტერიერს განუვითარდეს. ბულტერიერი კეთილგანწყობილია ადამიანის მიმართ და ძაღლის სხვა ჯიშებთან შედარებით იშვიათად იკბინება.

მაგრამ თუ ბულტერიერმა გადაწყვიტა, დაკბინოს მოწინააღმდეგე, მის კბილებს საშინელი დაზიანებების მიყენება შეუძლია. ამ გადაწყვეტილებს – ძირითადად ის ბულტერიერები (ძაღლები) იღებენ რომლებიც ცუდად აღზრდილები, ან ფსიქიკა დაზიანებულები არიან, (ფსიქიკა ძირითადად უზიანდებათ ბრძოლების დროს) — მსხვერპლისგან ძაღლის მოცილება ძალიან ძნელია. Continue reading

გერმანული ნაგაზი

german-shepherd-suppelementsგერმანული ნაგაზი -ძაღლის ეს ჯიში,გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნეში.

დღევანდელი სახით გერმანული ნაგაზი გამოიყვანა მაქს ფონ შტეფანიცმა  XIX საუკუნის ბოლოს. ვიურტემბერგის, ტიურინგის და ბავარიის მეცხვარე ძაღლების შეჯვარებით ფონ შტეფანიცმა მიიღო ლამაზი, ფხიზელი, დამჯერი გერმანული ნაგაზი. 1915 წლამდე გამოფენებზე გამოჰყავდათ როგორც გრძელბალნიანი, ასევე მოკლებალნიანი ნაგაზები. დღესდღეობით უმეტეს ქვეყანაში გამოფენაზე დაიშვება მხოლოდ მოკლებალნიანი ნაგაზი. მნიშვნელობა აქვს ბალნის შეფერილობასაც. გამოფენაზე დაიშვება შავი-წითური, შავი-ნაცრისფრით და შავი შეფერილობის ძაღლები. ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია ყვითელი და კრემისფერი სახესხვაობები. ჯერ კიდევ ისტორიკოსი ტაციტი წერდა “მგლის მსგავს ძაღლზე რეინის მიმდებარე მიწებიდან”. სრულებით შესაძლებელია, რომ გერმანული ნაგაზი და მისი ახლომონათესავე ჰოლანდიური და ბელგიური ნაგაზები დღევანდელი სახით ჯერ კიდევ ათასი წლის წინ არსებობდნენ. პირველი მსოფლიო იმის დასაწყისისთვის გერმანული ნაგაზი ძალიან პოპულარული გახდა გერმანიაში და მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა.download Continue reading

აკიტა-ინუ

download (1)

აკიტაინუ – ძაღლის  ჯიში, რომელიც გამოყვანილია იაპონიაში XVII საუკუნეში.

იაპონურ ძაღლებს შორის უმსხვილესი აკიტა ოდესღაც ძაღლების ბრძოლისთვის იქნა გამოყვანილი. როდესაც სპორტის ამ სახეობამ(საბედნიეროდ)  პოპულარობა დაკარგა, მისი გამოყენება ნადირობისას დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ 1930-იან წლებში აკიტების რაოდენობა შემცირდა და ჯიში პრაქტიკულად ამოწყდა, იაპონური ჯიშების გადარჩენის საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ, ამ ჯიშის გადარჩენა უზრუნველყოფილია. იაპონური ჯიშების კლასიფიკაცია ზომის მიხედვით ხდება — დიდი (აკიტა), საშუალო (შიკა) და პატარა (შიბა). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშუალო ზომის მრავალი ჯიში, დიდი მხოლოდ ერთია — აკიტა. ეს ლამაზი საოცრად ერთგული მედიდური მანერების მქონე ძაღლი წარმოშობით კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ პროვინცია აკიტადანაა. უმეტესობას გაწონასწორებული ხასიათი აქვს, თუმცა ზოგიერთის მორჯულება ძალიან ძნელია. (თუ გაჯიუტდა ხშირ შემთხვევაში მისი დამორჩილება შეუძლებელი ხდება) Continue reading

გაზაფხული <3

ალბათ იფიქრებთ, რომ  ბლოგი ავაჭრელე უამრავი ფოტებით, მაგრამ ამაზე კაი რა უნდა ნახოს ადამიანმა!

გაზაფხული ❤ რომელიც ჩემთან (თიანეთში)  ცოტა გვიან დგება .

ჯობს გვიან ვიდრე არასდროს” ❤ 


20150415_174905 20150415_175158 20150415_175214 20150415_175229 20150415_175234 20150415_175350 20150415_175541 20150415_175646 20150415_175701 20150415_175943 20150415_175946 20150415_175951 20150415_180252 20150415_180329 20150415_180335 20150415_180645 20150415_180714 20150415_180718 20150415_180721 20150415_180749 20150415_180751 20150415_181929 20150415_182148 20150415_182151 20150415_182210 20150415_182214
გავუფრთხილდეთ ამ სილამაზეს. ❤

  

დაიცავი დაუცველი !!

არ დავუშვებთ მაწანწალა ძაღლების/კატების მკვლელობას !!!

მათ სიცოცხლის ულება აქვთ!!!

არ გადავიხდი გადასახადს, რადგან ცხოველები მიყვარს და კეთილი ვარ.

არ გავუკეთებ ალიკაპს, რადგან ვიღაცას ცხოველები არ უყვარს !

არ ჩავუყენებ ჩიპს, რადგან გამაკონტროლონ სახლში მყავს თუ არა !!

არ გავუკეთებ ტატუს. მე ის მიყვარს და არ მოვუწამლავ მე მას სისხლს !!!

მეგობრები ზედმეტი არ არიან !!! Continue reading