მცენარე რომელიც ყვავილების მოყვარულებს თავს აუცილებლად მოაწონებს მაგრამ სახიფათოა!!!!

იელი — ზაფხულმწვანე ბუჩქი როდოდენონის გვარისა. სიმაღლე 2 მ აღწევს. აქვს სურნელოვანი დიდი, OLYMPUS DIGITAL CAMERAწინწკლებიანი ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები. გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,ბალკანეთსა და მცირე აზიაში, კავკასიასა და უკრაინაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, უფრო ხშირად კი კოლხეთში. იზრდება ზღვის  დონიდან დაახლოებით 2000 მ-მდე ქვეტყედ, ტყის პირებზე. სუბალპურ  სარტყელში ქმნის ბუჩქნარს — იელიანს.ყვავილობს ფოთლის გამოტანამდე ან მასთან ერთად აპრილ-ივნისში. დეკორატიულია  ყვავილობისას ან შემოდგომაზე თავისი კაშკაშა წითლად შეფერილი ფოთლების გამო. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. კულტურაში ცნობილია იელის მრავალი ჰიბრიდული ჯიში. images