ჰაერის დაბინძურება

download (1)
ფაბრიკა-ქარხნები,ელექტროსადურები და ავტომანქანები უამრავ ნარჩენ აირს, ჭვარტლსა და მტვერს გამოყოფს ჰაერში. დაბინძურებული ჰაერი ადამიანს და სხვა ცოცხალ არსებას ფილტვებს უზიანებს და ეს მუდიმვად ხდება, რადგან ჩვენთვის ყველაზე საჭირო ჰაერია და ყველაზე ხშირად მას ვიყენებთ. ჰაერის ზოგიერთი სახის დაბინძურებამ შეიძლება გონებასაც კი ავნოს. ჰაერში ნარჩენი აირების დაგროვება მჟავურ წვიმებს იწვევს, downloadრომლებიც ხეებს, ტბებს, მდინარეებსა და შენობებსაც კი აზიანებს. რაც ყველას და ყველაფერს დიდ ზიანს აყენებს. ოზონი აირია რომელიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ბუნებრივად წარმოიქმნება ჟანგბადისაგან. დედამიწას ოზონის თხელი ფენა იცავს მზის ულტრაიისფერი მავნე სხივების ზემოქმედებისაგან. ოზონის ფენას საწვავის წვით წარმოქმნილი აირები და ფრეონი ანადგურებს, რომელსაც მაცივრები და აეროზოლები შეიცავს. თუ ოზონის ძირითადი ფენა დაზიანდა, კანის კიბოთი დაავადების შემთხვევები მოიმატებს, რაც ისედაც საკმაოდ გავრცელებულია.car-exhaust-lg